16 სექტემბერი – 6 ნოემბერი

‘ნიღბის აღსარება’
ფლორიან მაიზენბერგი

გამოფენა ‘ნიღბის აღსარება’სათაურს იღებს იაპონელი მწერლის, იუკიო მიშიმას 1949 წლის ამავესახელწოდების მოთხრობიდან.

მოთხრობა, იაპონიაში პატრიარქალური საზოგადოების ულტრა მემარჯვენედა მილიტარისტულ ისტორიულ მომენტს აღწერს ჰომოსექსუალი
მამაკაცის თვალთახედვით და სვამს კითხვას ასეთმძიმე გარემოში სიყვარულის შესაძლებლობის თაობაზე – როგორც ინდივიდებსშორის, ისე საზოგადოების, როგორც გარკვეულიმთლიანობის შორის. როდის დგება, თუ საერთოდ, სიყვარულის შესაძლებლობის დრო ისეთ საზოგადოებაში, რომელსაც უჭირს აღიაროს ერთმანეთი, როგორც თანაბარი, ქმედითი და სწორი. ‘ცრუ პიროვნების’ და ‘მასკარადის’ შინაარსითშთაგონებული, ცნებები, რომლებიც ავტორის მიერ კრიტიკულად არის

განხილული ნაწარმოებში, მაიზენბერგი აგრძელებს კვლევას ბინარულ ოპოზიციებში, როგორიცაა: ვირტუალური და აქტუალურიდა გამოფენაზე წარმოდგენილ სხვადასხვა მედიების დიალოგისას დახვეწილად
მიუთითებს რწმენებზე, როგორიცაა: ნამდვილი და ტყუილი.

გამოფენა კრავს ფლორიან მაიზენბერგის ბოლო პერიოდში შექმნილი ფერწერის და სკულპტურის სერიას, 2010-იანი წლების რამდენიმე ვიდეო ნამუშევართან ერთად. საქართველოს უახლესი ისტორიის მტკივნეულ ასპეკტებთან რეზონირების გარდა, როგორიცაა ადამიანის უფლებები, სექსუალური თავისუფლება თუ ქვიარ უფლებების ბრძოლა, გამოფენა სვამს კითხვებს თავადფერწერის გარშემო.

საგამოფენო სივრცეში შესვლილას მაყურებელს ეგებება ფერწერა ‘სხეულები რეგრესიაში(Max Mathews)’, 2022, რომელიც შესასვლელს მთლიანად ბლოკავს
მნახველისგან. ასე იქცევა ეს ნამუშევარი მაყურებლის ორიენტირად და გამოფენის მთავარ ღერძად, რომელიც განკარგავს საგამოფენოსივრცეში მის ნავიგაციას. გამოფენის სრული ნახვის შემდეგ, მაყურებელი ისევ ‘სხეულები რეგრესიაში (Max Mathews)’, 2022-სთან ხვდება, ამჯერად უკნიდან. საგამოფენო სივრცის ბოლოოთახში, სადაც გამოფენის კულმინაციას მაიზენბერგის ადრეული სამი ვიდეოა წარმოდგენილი, მას ფერწერაში გახედვა შეუძლია. დოკუმენტური მასალისგან შექმნილიდრამატული შინაარსის მოძრავი გამოსახულება, იქცევა გამოფენის სინამდვილედ, რომელსაც ნახატი თუ‘ნიღაბი’ ფარავს.

აბსტრაქტული და ფიგურატიული ფერწერის ნიმუშების გვერდით, საგამოფენო სივრცის კედლებზეშავ ქსელებში გახვეული, ხელოვანის მიერ თბილისის ბაზრებში ბოლო რამდენიმე თვის მანძილზეშეგროვებული სხვადასხვა ყვავილი, ხილი და ბოსტნეული კიდია და ჭკნება. მავთულის ბადისპრინციპით შექმნილი ფილამენტის სკულპტურები, თავიანთი შიგთავსის პირველად ფორმას დაზომას იმეორებენ და მათი აჩრდილებივით წარმოგვიდგენიან სივრცეში.შავიქსელები 3 დე კალმის მეშვეობით არის დახატული სივრცეში. სკულპტურები, ამგვარად, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ფერწერისა დასკულპტურის საზღვრებს. ბადეებში გახვეული შეკუმშული, ზომაში
დაპატარავებული, ან მთლიანად დალეული სხეულები გულის შეკუმშვის გრძნობას აღძრავს მაყურებელში. ამ ობიექტებით ხელოვანიდელიკატურად ეხება სიცოცხლის და სიკვდილის მარადიულ თემებს და საკუთარი ხელოვნებისთვისდამახასიათებელ მოტივს – დროს და მის მდინარებას. გამოფენა სვამს კითხვას, როგორ, თუკი საერთოდ, შეიძლება იყოს ნახატი დროს-დაფუძნებული?

თავისი შემოქმედებისისტორიის მანძილზე დროს-დაფუძნებულ მედიებზე მუშაობისას, ფლორიან მაიზენბერგისურთიერთობა დროსთან იცვლება ერთი მედიიდან მეორეზე.
‘ნიღბის აღსარება’კიდევ ერთხელ იხმობს მაყურებელს ყურადღება მიაქცოს დროს, რომელიც მის თვალწინ მიმდინარეობს, როგორც სხეულები რეგრესიაში.

ფლორიან მაიზენბერგი (დაბ. 1980 წ.) სწავლობდა დუსელდორფის აკადემიაში პიტერ დოიგის კლასში. მას შემდეგ მიუღია
მონაწილეობა მრავალ გამოფენაში, როგორც საჯარო ისე კომერციულ სივრცეში: სიმონ სუბალის გალერეა ნიუიორკში; ქეით მაკ გერი, ლონდონი; უენთრუპისგალერეა, ბერლინი; Avlskarl, კოპენჰაგენი; Mendes Wood, საო პაოლო; კიოლნის ქუნსთვერაინი, კიოლნი; კასელის ქუნსთვერაინი, კასელი; ფილადელფიის
თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტი; ა.შ.შ., ბუნდესქუნსთჰალე, ბონნი; ქუინსის მუზეუმი, ნიუ იორკი; ბოროსის კოლექცია, ბერლინი და სხვ.
მაიზენბერგი ცხოვრობს და მუშაობს ნიუ იორკში, ა.შ.შ.

image