მიმდინარე გამოფენა: 18 მაისი – 8 ივნისი, 2021

სანდრო მამასახლისის პერსონალური გამოფენა

18-25 მაისს, მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ეროვნული მუზეუმის ფესტივალს.

18 მაისიდან თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ სანდრო მამასახლისის პერსონალურ გამოფენას, რომელიც „ქოლგა თბილისი ფოტო 2021“-ის ფარგლებში ჩატარდება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ალექსანდრე როინაშვილის სახელობის პრიზის წლევანდელი ნომინანტის ძველი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული ფოტოგრაფის სანდრო მამასახლისის ფოტონამუშევრები.

სპეციალობით ფილოლოგი სანდრო მამასახლისი სწორედ მაშინ გახდა პროფესიონალი ფოტოჟურნალისტი, როდესაც ეს პროფესია საქართველოში სერიოზულად არც კი აღიქმებოდა. მაშინ ანრი კარტიე ბრესონის, იუჯინ სმიტის თუ რობერტ კაპას სახელები, მათთან ასოცირებული ფოტოგრაფიული სამყარო და თავად ფოტოგრაფია, როგორც ხელოვნება, ქართული საზოგადოებისთვის ჯერ თითქმის უცნობი იყო.სწორედ ამ მიზნით 1960-იანი წლების დასაწყისიდან სანდრო მამასახლისი თავისი საყვარელი საქმიანობის – ფოტორეპორტიორობის აქტიურ პოპულარიზაციას ეწეოდა. აქვეყნებდა თავის ნამუშევრებს და პარალელურად მუშაობდა პირად ფოტოკოლექციებზე. ფოტოკამერით ხელში სანდრომ მთელი საქართველო მოიარა.

1969-70 წლებში, მამასახლისის ძალისხმევით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა ფოტოგრაფიის ფაკულტეტი, სადაც გამოყენებითი ფოტოგრაფია, ფოტორეკლამა და ფოტოჟურნალისტიკა ისწავლებოდა.

1990-2000-იანი წლები მამასახლისმა თეორიული ფოტოგრაფიის საკითხების კვლევასა და ახალგაზრდა თაობის აღზრდას მიუძღვნა. ამ პერიოდში პედაგოგიური მოღვაწეობას ის თბილისის თეატრისა და კინოს ინსტიტუტში განაგრძობდა. სიცოცხლის ბოლო წლებში სანდრო მამასახლისი აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ჩამოშორდა და დასახლდა სოფელში, სადაც ხშირად მასპინძლობდა სტუდენტებსა თუ უცხოელ ჟურნალისტებს. ქართული ფოტოგრაფიის განვითარების საქმეში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის გარდაცვალების შემდეგ, 2021 წელს მას მიენიჭა ალექსანდრე როინაშვილის სახელობის პრიზი.

Additional Details

  • სამუშაო საათები:სამშაბათი - კვირა, 10:00-17:30
    image