გილოცავ დაბადების დღეს, შენ თინეიჯერი აღარ ხარ!
მასუ მწარიაშვილი

ერთდღიანი (24 საათიანი) გამოფენა
გახსნა – 19/09/21 20:00 – 20/09/21 20:00 საათამდე
ლოკაცია – სასტუმრო სტამბა, D ბლოკი, მესამე სართული

“გილოცავ, შენ თინეიჯერი აღარ ხარ” – მასუ მწარიაშვილის პერსონალური გამოფენაა, რომელიც გაიხსნება 19 სექტემბერს და მხოლოდ 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება.

მასუ მწარიაშვილი სახელოსნოში წარმოადგენს თინეიჯერების ცხოვრების ამსახველ ფოტოებს და საუნდ გაფორმებას. ამ ნამუშევრებით ის თავის სახელოსნოში აჯამებს და ემშვიდობება საკუთარი მოზარდობის პერიოდს. სახელოსნო 24 საათით ხდება თინეიჯერი ავტორის ოთახი, რომელშიც ყველაზე კარგად ჩანს ამ პერიოდის გავლენა მის ცხოვრებაზე. გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები არ არის მხოლოდ დაკვირვება სხვა მოზარდებზე, არამედ ხელოვანი თვითონაც ამ ყველაფრის მონაწილეა და შესაბამისად, ის წარმოაჩენს როგორც სხვების, ისევე თავისი თინეიჯერობის პერიოდსა და გამოცდილებებს. გამოფენაზე ავტორი თითქოს ერთ სივრცეში აქცევს თავისი ცხოვრების ბედნიერ მომენტებს, თუმცა მათთან გამომშვიდობებას მოსდევს სევდა და მელანქოლია, ნოსტალგიის გრძნობა, რომელსაც განიცდის არტისტი.

image