08 სექტემბერი – 26 ნოემბერი, 2023

თელავური ნარშავი
ვატი (ვახტანგ) დავითაშვილი

,,თვითნასწავლი მხატვრები გაბნეულები არიან ხალხში. ყველას თავისი ხასიათი, თავისი წუხილი, თავისი სახე გააჩნია. თავიანთი მიუსაფრობით, ისინი ველურ ყვავილებს ჰგვანან, ნარშავს რომ ეძახიან საქართველოში. საუკეთესო თაფლი გამოდის მისი ნექტრიდან და წამლადაც იხმარება. ასე არიან თვითნასწავლი მხატვრებიც, სულის წამლად გამოდგებიან.“ – რუსლან ღონღაძე
ციტატა ფილმიდან ,,თელავური ნარშავები“, 1981 წელი.
LC Queisser, თეა გვეტაძეს თანაკურატორობით, წარმოგიდგენთ ვატი (ვახტანგ) დავითაშვილის (1946-2000) პერსონალურ გამოფენას. დავითაშვილი თვითნასწავლი, ნონ – კომფორმისტი მხატვარია, რომელიც მისი მშობლიორი რეგიონის, კახეთის, გარეთ იშვიათად გამოფენილა. თელავში ცხოვრებამ, სადაც მან ადრევე ააშენა სახელოსნო, მისცა ხელოვანს გარკვეული თავისუფლება და შესაძლებლობა გამიჯვნოდა საბჭოთა კავშირში გავრცელებულ და სახელოვნებო სფეროზე იძულებით თავსმოხვეულ უხეშ სოცრეალისტურ დოგმებს. 1990 – იან წლებში, ვატი დავითაშვილი ქ.თელავის ტრადიციული პეიზაჟებიდან მეტად ფაქიზ და სტრუქტურლ ნამუშევრების შემქნას იწყებს და მისი სახელოვნებო პრაქტიკა პრეზენტაციის სრულიად თანამედროვე ფორმას იძენს. დავითაშვილი მეტა – ნამუშევრებს ქმნის, სადაც სხვადასხვა გამოსახულებას ერთ სიბრტყეზე აქცევს და აზრის – ქმნადობის დახვეწილ პროცესს ცხადჰყოფს. მაშინ როდესაც, ეკლესიების, პეიზაჟების, ხეების, გაზეთების და პეპლების გამოსახულებები, აბსტრაქტული ნიმუშებით გარშემორტყმულ ფონზე გეომეტრიულად ფიქსირდება, ჩვენს ყურადღებას უპირველესად გრძელი და ნახევარმთვარის ფორმის კახური შოთის პურები, ქოთნის მცენარეები, ძეხვეული, ბოლოკი, კიტრი, სამარილეები და ღვინის თიხის დოქები იპყრობს. პური აქ საარსებო წყაროს სიმბოლურ მნიშვნელობას იძენს და სიცოცხლის განსახიერება ხდება. პურის გამოსახულება დავითაშვილის ვიზუალურ ლექსიკონში ხშირად მეორდება, ისევე როგორც ქართული ხელოვნების ისტორიაში, მაგალითად ნიკო ფიროსმანიშვილის (1862 -1918) და ვერა ფაღავას (1907 – 1988) შემოქმედებაში.
დავითაშვილი მეგობრობდა, თავის დროის გამორჩეულ ხელოვანებთან, რომლებმაც მისი უნიკალური ვიზუალური ენის ფორმირებაზე გარკვეული გავლენა იქონიეს. მათ შორის იყო სერგეი ფარაჯანოვი (1924 – 1990), რომელსაც ვატი კიევის ავიაციის ინსტიტუტში სწავლის დროს შეხვდა, სადაც ის მფრინავის პროფესიას ეუფლებოდა. ფარაჯანოვი დაეხმარა მას გაერღვია საბჭოთა ყოფის და კომუნისტური რეალობის საზღვრები. კიევიდან დაბრუნების შემდეგ ვატი თანამშრომლობდა ავთო ვარაზთან (1926-1977), რომელიც მე-20 საუკუნის, 60, 70-იანი წლების თბილისის სახელოვნებო სივრცისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა. ასევე ახლო ურთიერთობაში იყო მნიშვნელოვან რუსს ნონ-კომფორმისტ მხატვართან ევგენი რუხინთან (1943 -1976), რომელიც 1974 წლის ,,ბულდოზერის“ ცნობილი გამოფენის ორგანიზატორი იყო. დავითაშვილის ,,სკოლა“ თელავში თვით-ნასწავლი მხატვრების რამდენიმე თაობამ გაიარა, რომლებიც მისი მემკვიდრეობას აგრძელებენ.
დავითაშვილის პრაქტიკის მიკრო ისტორია ხაზს უსვავს ქართული ხელოვნების ისტორიის სხვადასხვა ვექტორს. ნონ – კომფორმისტი მხატვრის ამბავის თხრობისას, ვატის მემკვიდრეობა საბჭოთა სისტემაში არსებულ შეზღვუდებსა და თავისუფლებას უკავშირდება. მხატვარმა, რომელიც მჭიდრო კავშირში იყო საკუთარ თემთან და ამავდორულად რეგიონალურ სახელოვნებო სცენასთან, კახური არქიტექტონიკის ფიგურატიული გამოსახულების და პირდაპირი მნიშვნელობის დამკვიდრებით გაარღვია სისტემა, მასთან თანამშრომლობის პარალელურად.

Additional Details

  • Working Hours:Tuesday - Sunday, 13:00-19:00
    image