ხელით ბეჭდვის საერთაშორისო ფესტივალი LIFE N STYLE,
ირეალური რეალობა

თარიღი: 28.10.2020 – 06.12.2020
გახსნა: 18:00 – დან 21:00 საათამდე

მისამართი: თბილისი. რუსთაველის გამზ. # 27 – MOMA თბილისი / ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი.
მონაწილე ქვეყნები: საქართველო, აშშ, ბელორუსია, ბულგარეთი, ესტონეთი, ესპანეთი, კანადა, რუსეთი, საფრანგეთი, სომხეთი.
პროექტის თანამდგომი და დამფინანსებელი ორგანიზაციები: თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, შემოქმედებითი საქართველო, საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურის და სპორტის სამინისტრო, MOMA თბილისი /ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი/.
პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთერთი წამყვანი დარგის /დაზგური გრაფიკის – ხელით ბეჭდვის, სერიგრაფია /აბრეშუმით ბეჭდვა/, ოფორტი, ლითოგრაფია, გრავიურა, ბრომ ვერცხლური ბეჭდვა…/ აღორძინებას და ხელით ბეჭდვის ყოველწლიური ფესტივალის ორგანიზებას.
დაზგური გრაფიკა თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ ერთი მნიშვნელოვანი დარგია. ისე მოხდა რომ ამ ეტაპზე ეს დარგი აღარ ითვლება მომგებიან და პოპულარულ დარგად. დაიკეტა ხელით ბეჭდვის სახელოსნოები. ეს დარგი მთლიანად ჩაანაცვლა ციფრულმა ბეჭდვამ და ახალმა ტექნოლოგიებმა. მაშინ როდესაც მსოფლიოში დაზგური გრაფიკა ითვლვება არტ და კრეატიული ბიზნესის ერთერთ წამყვან დარგად.
ხელით ბეჭდვა ნამუშევრის ლიმიტირებული ტირაჟირების საშუალებას იძლევა. მხატვრის მიერ შექმნილი საავტორო ანაბეჭდი, რომელთაგან ყველა ორიგინალია იძლევა მხატვრის ძვირადღირებული ნამუშევრის საკმაოდ მისაღებ ფასად შეძენის შესაძლებლობაა. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ნამუშევარზე აღნიშნული ტირაჟის დამადასტურებელი საავტორო ხელმოწერა.

მონაწილეები და კურატორები:
საქართველო /ბრომვერცხლური ბეჭდვა / კურატორი გურამ წიბახაშვილი / ფოტოგრაფები: მარი ათანელი, საბა გორგოძე, ვახტანგ ხეთაგური, გიორგი შენგელია

საქართველო /სერიგრაფია – აბრეშუმით ბეჭდვა /კურატორი ნანა ყირმელაშვილი / – მონაწილეები:  მარი ათანელი, ტატო ახალკაციშვილი, ლია ბაგრატიონი, მაკა ბატიაშვილი, ნათია ბენაშვილი, ვახო ბუღაძე, უტა ბექაია, ქეთევან დავლიანიძე, ალექსეი დუბინსკი, ნუცა ესებუა, ანა თელია, თუთუ კილაძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, კაკო თოფურია, ლუკა ლასარეიშვილი, გელა პატიაშვილი, თეონა პაიჭაძე, ელენე რაქვიაშვილი, თედო რეხვიაშვილი, სალომე რიგვავა, რომანოზი, ლევან სონღულაშვილი, დავით ქორიძე, დავით ქორქია, ლია შველიძე, ირმა შარიქაძე, მურთაზ შველიძე, მამუკა ცეცხლაძე, კოტე ჯინჭარაძე, კოკა ცხვედიანი, ლუკა ცეცხლაძე, გურამ წიბახაშვილი, გელა წულაძე, რუსუდან ხიზანიშვილი, ლისა ღლონტი.

საქართველო /ოფორტი / კურატორი ვახტანგ მეგრელიშვილი / – მონაწილეები :
მარი ათანელი/  ნინო ესაიაშვილი, მაია ჩიჩუა, ნინო ხვინგია, ვახტანგ მესხი, გიორგი ჟორდანია, ანასტასია კვანჭახაძე, რიტა თეონა პაიჭაძე, ხაჩატურიანი;

ბულგარეთი /კურატორი სტეპან სტოიანოვ / მხატვარი: ლუდმილ გეორგიევ; ესტონეთი / გალერეა სედაარტე /კურატორი ოლგა ლუბასკინა / მხატვრები: იური არაკ, იური ხორევ, ოლეგ იახნინ /რუსეთი/, რომა სუსტოვ /ბელორუსია/, ვლადისლავ სტანიშევსკი, ვერა სტანიშევსკაია; სომხეთი, საფრანგეთი, აშშ, კანადა / კურატორი მაშა – მარინა იერემიან/ მხატვრები: გარენ ბედროსიან, სტეპან ვერანიან, ედგარ შაჰინ, სემ ზუმიან; ესტონეთი / კურატორი თემური ხვინგია / გალერეა ოკაპი / მხატვარი: რეჯინა-მარეტა სუნსეინ

გარდა ექსკლუზიური ანაბეჭდებისა პრინტ ფესტივალი წარმოადგენს მულტიმედია არტისტებთან კოლაბორაციულ პარალელურ პროექტებს. ყოველწლიურად სხვადასხვა მედიაში მომუშავე არტისტებთან /მხატვრები, ფოტოგრაფები, ვიდეოგრაფები, დიზაინერები, პერფორმერები, მუსიკოსები, საუნდმეიქერები/ მოგზაურობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. სადაც ეცნობა ამ რეგიონების ტრადიციებს, წეს-ჩვეულებებს, გასტრონომიას, მითოლოგიას, მუსიკას, არქიტექტურას. მიღებული ინსპირაციის ფონზე იქმნება ერთობლივი მულტიმედია ნამუშევარი. პროექტი ითვალისწინებს ტრადიციული კულტურის გადააზრებას თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების სპექტრში. ტრადიციების თანამედროვე მულტიმედია ფორმებითა და საშუალებებით წარმოჩენას. წელს ფესტივალმა იმოგზაურა თუშეთში და ზემო აჭარაში, რის შედეგსაც ფესტივალის გახსნაზე წარმოაჩენს.

უტა ბექაია – ‘განწმენდა’. /მონტაჟი-სოფიკო ვასაძე დამდგმელი ოპერატორი-დავით ქორიძე დამატებითი კამერა – Alexander Aux, მუსიკა – ნიკა ხარაიშვილი/;

მაკა ბატიაშვილი – ‘ქრობადი ფიგურები’-ვიდეო და ობიექტი. /კამერა-ნიკა ბეჟანიშვილი, ფოტო-მარი ათანელი;
გურამ წიბახაშვილი – დღიური /ფოტო ინსტალაცია.
ლია ბაგრატიონი, – ‘უნივერსალური დამწერლობა’ – ვიდეო /კამერა- Alexander Aux, პროდიუსერი-თორნიკე მზარელუა, მუსიკა-ნიკა ხარაიშვილი/;

სანტი დელგადო – ‘deCaucasus’, მუსიკა – ნიკა ხარაიშვილი;

გელა პატიაშვილი-ინსტალაცია;

მარი ათანელი – მიღმიერი სამყარო.
კურატორი – მაია კონონენკო.
მუსიკა – ანონიმური.
ჩაის ცერემონია – სოფია გაბრიჩიძე

სახელმწიფო რეგულაციებიდან გამომდინარე, საგამოფენო სივრცეში დაიშვება 10-10 ადამიანი. გთხოვთ იქონიოთ პირბადე და დაიცვათ დისტანცია.
ფესტივალის იდეის ავტორი და დირექტორი : ნანა ყირმელაშვილი.
გამოფენის კურატორი – მაია კონონენკო

image