9-16 ოქტომბერი, 2021

ინტერპრეტაციები
ჯგუფური გამოფენა

ფაბრიკა წარმოგიდგენთ თავისუფალი უნივერსიტეტის, VA[A]DS-ის პირველი და მეორე კურსის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენას. გამოფენაზე წარმოდგენილია ნინო ქვრივიშვილის და თამუნა ჭაბაშვილის ჯგუფის სტუდენტების ნამუშევრები.

ნამუშევრების ნაწილი ეროვნულ გალერეაში ფიროსმანის, დავით კაკაბაძის და შალვა ქიქოძის ნახატების ინსპირაციითაა შექმნილი, მეორე კურსელებმა კი ქალაქის ურბანულ გარემოს ვიზუალურ მხარეზე დაკვირვებით იმუშავეს.

მონაწილეობენ:
ნინო ბასარია, ანო ბაღათრიშვილი, ნენე ბერიძე, თამარ ბრეგაძე, ბარბარე გლოველი, ლიზა დიასამიძე, ანა თარაშვილი,თინათინ გოგლიძე, სოფია მესხი, ანა ნინუა, მარიამ რაზმაძე, ქეთა ცინცაძე, ბაია შარკოვა, სოფო შეითნიშვილი, ბაჩო ჩუბინიძე, ლიზა ყაჯრიშვილი, ანა ხუბაევა, არჩილ წერეთელი.

image