TAF არის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა, ფოკუსირებული მეტწილად შავ, კასპიისა და ბალტიის ზღვების ქვეყნებსა და მათ მდიდარ და სიცოცხლით სავსე დამწყებ სახელოვნებო სცენებზე, რომლებიც ხელოვნების ბაზრობებზე ჯერ არ წარდგენილან. TAF იქნება ადგილი, სადაც კოლექციონერები, კურატორები, მედიის წარმომადგენლები და ხელოვნების სფეროს პროფესიონალები ერთ სივრცეში აღმოაჩენენ ხელოვანებსა და გალერეებს ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა: საქართველო, სომხეთი, ირანი, თურქეთი, რუსეთი, პოლონეთი, ლიტვა, სლოვენია, აზერბაიჯანი, ესტონეთი, რუმინეთი, ბელარუსი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, ყაზახეთი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და სხვა.

TAF-ის უშუალო და მეგობრული ფორმატი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ბაზრობის დროს და მის შემდეგ თითოეულ მონაწილესთან ჩამოვაყალიბოთ მუდმივი და პერსონალური ურთიერთობა. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ გაყიდვებს, კავშირების დამყარებას, საგამოფენო პროექტებისა და ინსტიტუციურ პარტნიორობას.

image