25 სექტემბერი – 15 ნოემბერი, 2021

“ყველა ყვავილი”
სოფო კობიძე

წყლის მერე
გახსენდება თავი
ადრე
სავსე მთვარის გამო
ნელა სვლა
ნელი ძახილი
ნელა სტვენა
წყლის მერე
გახსენდება ბრმა
ნახევარ მთვარის გამო
ძახილი
Რომ მალე ისევ მოვა
წყლის მერე
გახსენდება
გრძელი გზა
რომელზეც ყრიან ყვავილები
იმეორებ:
ყველა ყვავილი
ყველა ყვავილი
ყველა ყვავილი

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 2019-2021 წელს შესრულებლი ფერწერული ნამუშევრები.

კურატორი: ნინო საკანდელიძე

*კოვიდ პანდემიის წინააღმდეგ თავის დაცვის მიზნით, გამოფენაზე დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ვაქცინირებულთა და გამოჯანმრთელებულთათვის, ან კოვიდ ნეგატიური ტესტის წარდგენის შემთხვევაში (უკანასკნელი 48 საათის). სივრცეში ყოფნა შეეძლება 5 ადამიანს ერთდროულად.

image