მიმდინარე გამოფენა: 28 ნოემბერი – 12 დეკემბერი, 2021

აგვისტოში მიმინო ზის ცაზე
ნიკა ქუთათელაძე

ინდიგო და ართბითის მოძრავი გალერეა წარმოგიდგენთ ნიკა ქუთათელაძის სივრცით-სპეციფიკურ ნამუშევარს ‘აგვისტოში მიმინო ზის ცაზე’.

ეს ინსტალაცია ქართულ-ოსური კონფლიქტის მეხსიერების კვლევას ეფუძნება და ომის გამოცდილებას შემოქმედებითი პერსპექტივით აანალიზებს. ნამუშევრის მიზანი ახალი სააზროვნო კუთხის პოვნა და კონფლიქტის შესახებ დიალოგის ახალი ფორმის გაჩენაა.

ნამუშევარში ცოცხლდება მეხსიერების ფრაგმენტული ნარჩენები, პირადი ისტორიები და ობიექტური მოცემულობები, რომლებიც ისტორიული პრობლემების ახლებურად გააზრების შესაძლებლობას გვაძლევს.
ნამუშევარი ასახავს დროის სხვადასხვა მონაკვეთს:
• ომის დასაწყისს
• ომის მიმდინარეობას

• ომის შემდეგ პერიოდს
საბოლოოდ კი, ამ მცდელობით, ცოცხლდება კონკრეტული ისტორიული ეპიზოდი, რომელშიც კონფლიქტის სხვადასხვა ფაზები ერთ გამოსახულებად ჩნდება.

გამოფენა 28 ნოემბერს იხსნება და სამი კვირის განმავლობაში ღია იქნება დამთვალიერებლისთვის.

მისამართი: მოძრავი გალერეა, რიგის პარკი, კუპრაძის და მებრძოლთა ქუჩის კვეთა, ვარკეთილი 3, 1 მიკრორაიონი, თბილისი.

გამოფენა ნაწილია შვეიცარიის მიერ მხარდაჭერილი პროექტისა ‘მეხსიერების გაცოცხლება’, რომელიც ქართულ-ოსური კონფლიქტის მეხსიერებას იკვლევს და ადამიანების გამოცდილებას ციფრულ და ფიზიკურ საცავებში უყრის თავს. პროექტი მიზნად ისახავს ოცდაათი წლის წინანდელი პერიოდისა და ასევე კონფლიქტების ტრანსფორმაციის შესახებ საზოგადოებრივი დისკუსიის გაგრძელებას.

image