საბა გორგოძე

სანამ სამყარო მიაღწევს იდეალურობას, ის არსებობს როგორც ხარვეზებით სავსე სიმულაცია. არტისტმა, ხუთწლიანი დაკვირვების შედეგად, აღმოაჩინა და გადაიღო ცდომილებები, რომლებიც ყოველდღიურობაში იმალება. გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოების სერია ცხადყოფს მსოფლიოს ბეტა-სიმულაციის რეჟიმს და იმ შეცდომებს, რაც ამ პროცესს თან სდევს. სურათებში აღბეჭდილი მომენტების დიდ ნაწილი ადამიანის ქმედებების შედეგებსა თუ შემთხვევითობებს წარმოადგენენ. ჩვენს დანიშნულებას გაუთვითცნობიერებლად ვასრულებთ, როგორც იმ გიგანტური მანქანის ნაწილები, რომელიც სრული სისწრაფით მიემართება განვითარების მარადიულ გზაზე მიუღწევადი უნაკლოებისაკენ.

გამოფენა 15 თებერვლის ჩათვლით შეგიძლიათ იხილოთ

გალერეა ღიაა:
12:00 – 19:00
სამშაბათი | ოთხშაბათი | ხუთშაბათი | კვირა

64ბ ი. ჭავჭავაძის გამზირი

image