ფაბრიკას საგამოფენო სივრცე – Fabrika Project Space წარმოგიდგენთ ახალგაზრდა ხელოვანის- ოთო ცაგარეიშვილის გამოფენას ‘See-Through’.

ოთო ცაგარეიშვილის 2023 წლის გამოფენაზე See-through წარმოდგენილი დაკვირვებითი ნახატების სერია აღბეჭდავს წარმავალ მომენტებს. ბოლო სამი წლის განმავლობაში შესრულებულ ნამუშევრებში, ცოცხალი ფერებით, უჩვეულო ფორმებითა და მოულოდნელი კომპოზიციებით, მხატვარი გვთავაზობს ყოველდღიურობის თავისებურ ხედვას. See-Through მხატვრისთვის ფოტოგრაფიის ალტერნატივად შექმნილი ერთგვარი მეხსიერების არქივია, რომელიც ასახავს ადამიანის გარემოს აღქმას.

გამოფენის გახსნა: 17 აგვისტო, 18:00

image