27-21 მაისი, 2022

გახსნა: 27 მაისი, 16:00-21:00

ხუთოთახიანი
ანა გზირიშვილი, სალომე დუმბაძე, ნინა კინწურაშვილი, ლადო ლომიტაშვილი და ქეუ მეფარიშვილი

ბინა, რომელშიც ხუთი ხელოვანის: ანა გზირიშვილის, სალომე დუმბაძის, ნინა კინწურაშვილის, ლადო ლომიტაშვილისა და ქეუ მეფარიშვილის ნამუშევრებია გამოფენილი, სტუდიო სივრცეა. ბოლო პერიოდის ტურბულენტურ მოცემულობაში ამ ბინამ მრავალი ფუნქცია შეითავსა. სტუდიოების გარდა ეს წარმოადგენდა საწყობს, დროებით დასარჩენს, უსაფრთხო სივრცეს აზრების გაზიარებისა და დისკუსიისთვის. ეს სახლი გადაიქცა ხუთი ხელოვანის ‘’თავშესაფრად’’.
იმ გარემოში, სადაც სახელოვნებო ინსტიტუციების სიმწირეა, ერთად მუშაობით, ხელოვანები ცდილობენ ალტერნატიული გზების მოძიებას საკუთარი და ერთმანეთის პრაქტიკის მხარდასაჭერად და განსავითარებლად. ამისათვის ვიტალურია ხელმისაწვდომი ურბანული სივრცეების არსებობა. სახელმწიფოს არასწორმა საბინაო პოლიტიკამ, ჯენტრიფიკაციის მოულოდნელმა აჩქარებამ და ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია მსგავსი სივრცეების ქრობა, არა მხოლოდ ხელოვანებისთვის, არამედ მოქალაქეებისთვისაც.
ეს სახლი, რომელიც ხელოვანების შეკრებებს მასპინძლობს, ჩვენთვის ძვირფასია. ჩვენი ნამუშევრებით გვინდა, რომ მოვნიშნოთ სივრცე ინვაზიური ჯენტრიფიკაციის პირობებში. გამოფენა ხუთოთახიანი ხელოვანებს შორის დიალოგის და ერთად ყოფნის გადმოთარგმნა და მატერიალიზაციაა.

მისამართი: 11 ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩა, I სადარბაზო, III სართული.

image