11 ნოემბერი, 19:00 – 21:00
ჯგუფი ბულიონი, წიგნების პრეზენტაცია

11 ნოემბერს 19:00-დან 21:00 საათამდე ჯგუფი ბულიონი გეპატიჟებათ გალერეა „არტბითის“ სივრცეში ჯგუფის ორი წიგნის – “ბულიონის ბულიონი” და “სოციალური აერობიკა “ – პრეზენტაციასა და ჯგუფის წევრების ერთად ყოფნის თხუთმეტი წლის იუბილეზე. გაყიდული წიგნებიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება საქველმოქმედო მიზნებს. თავის მხრივ, გალერეა “არტბით” ი უერთდება საქველმოქმედო ინიციატივას და ღონისძიებაზე გაიყიდება მამუკა ჯაფარიძის მონოგრაფიული წიგნი “ის”.
პუბლიკაციების მომზადებისთვის მადლობას ვუხდით:
უპირველეს ყოვლისა, „შემოქმედებით საქართველოს“, საქართველოს ეროვნული ცენტრს, თბილისში პოლონეთის ინსტიტუტს და მის დირექტორს ლეხ კონჩაკს;
ფრანქფურტის კულტურის სააგენტოსა და ქრისტინ მიულერს, რომელიც პასუხისმგებელი იყო ფრანკფურტში გამოცემული კატალოგის შედგენაზე;
საქართველოს მწერალთა სახლს ფრანკფურტში დაბეჭდილი პუბლიკაციის, “ბულიონის ბულიონის”, გამოსაცემად გაწეული მხარდაჭერისთვის.
აგრეთვე, ფელიქს რუჰიოფერს, Basis e.V-ს გალერეის მხატვრულ ხელმძღვანელს.
წიგნში შესული სტატიების ავტორებს: იოანა ვარშას, ქრისტინ მულერს, ლალი პერტენავას, ხათუნა ხაბულიანს, სოფია ლაპიაშვილს;
დავით ჯანიაშვილს – პოლონეთში დაბეჭდილი წიგნის, “ სოციალური აერობიკის” მხატვრული გაფორმებისთვის;
თამარა ჯანაშიას – თარგმანისთვის და ნინო სურამელაშვილს – რედაქტირებისთვის.
ასევე, ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში გვედგა, გვიდგას, გვამხნევებდა და გვამხნევებს ❤

image