1-10 დეკემბერი, 2021

“ვარდნის საშიშროება”
ლია ბაგრატიონი

კურატორი
თამთა შავგულიძე

გამოფენის ფარგლებში რბილი ქანდაკების მედიუმით გამოკვლეული იქნება სხეულისთვის ადგილის მიცემისა და სხეულის მიერ მისი დაუფლების შეუძლებლობა, ადგილის ქონის დაკარგულ ადგილად ტრანსფორმირების საკითხი. გამოფენაზე ადგილი რბილი ქანდაკებით ვიზუალურად მონიშნულია, მისი რეალური ბუნება კი არამდგრადი და მყიფეა.

გამოფენის ესთეტიკური ნიშანია მონოქრომულობა, გრაფიკული ბადის ქვეშ შეფარული მოცულობები, ვიზუალურად მყარი მოცულობრივი ფორმების სირბილე და ტაქტილურ შეგრძნებათა დუალურობა.

პროექტი მოიცავს გამოფენას, სადისკუსიო პლატფორმას, არტისტისა და კურატორის, ასევე ხელოვნების მკვლევართა დიალოგების სერიას.

||პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით

||პროექტის პარტნიორია თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

გამოფენის ადგილი
გალერეა არტარეა
თბილისი,
დოდო აბაშიძის #10

გამოფენა დამთვალიერებელთათვის ხელმისაწვდომია 1-10 დეკმებრის ჩათვლით, 13:00 – 19:00 საათამდე.

გამოფენის დახურვის თარიღი და დრო
10 დეკემბერი, 19:00 სთ.

image