10-15 ივნისი, 2022

„Echo“ 2019-2022 წლებში იაპონელ-ფრანგი ფოტოგრაფის ჯონათან პეტი-მაცუზავას თბილისში გადაღებული და ქალაქისადმი მიძღვნილი ნამუშევრების სერიაა.

ფოტოები დაწყვილებულია სასაუბროდ, ექოს შესაქმნელად.

“ჩემს ინტერესს მათი ურთიერთობის რეზონანსის აღქმა წარმოადგენს. ისინი ერთმანეთთან კავშირში უნდა იქნას დანახული. მნახველმა უნდა შექმნას საკუთარი ამბავი. ნამუშევრები არ არის დასათაურებული, რაც თავისუფალი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.
ჩემი, როგორც ფოტოგრაფის, მუშაობის პროცესი ინსტინქტურია. მე არ მივდივარ წინასწარ შერჩეულ ადგილას ფოტოს გადასაღებად, არამედ ვიღებ ფოტოს იქ სადაც მივდივარ. მჯერა რომ მნახველსა და ფოტოგრაფს საერთო გამოცდილება აკავშირებს. ვფიქრობ, ფოტოგრაფები ნამუშევრებში ყოველთვის საკუთარ თავს ასახავენ და ეს ფოტოებიც სარკესავითაა, რომლებიც წარმოაჩენს კამერის მიღმა მდგომ პიროვნებას და შესაბამისად, მნახველსაც. ”
ჯონათან პეტი-მაცუზავა

გახსნა: 10 ივნისი, 18:00-23:00

სამუშაო საათები: 11:00-22:00

image