26 იანვარი – 6 თებერვალი, 2024

გუგა კაკაბაძე
‘კარს მიღმა’

მორიგჯერზე აღებ კარს, შედიხარ სიფრთხილით… თითქმის არ სუნთქავ… თვალი ეჩვევა სიბნელეს და არ გჯერა…
ისევ იკვეთება სქელტანიანი, ძველი კარის უსწორმასწორო კონტური… ისევ კარია, უხეში და ყრუ კარები!

უნდა შეძლო და დაუპირისპირდე მოსაზრებას, რომ კარის გაღება – შენი საბოლოო მიზანია…
სინამდვილეში, გაღებული კარების მიღმა უპასუხო კითხვებით სავსე სამყაროა…

დახურული კარი კი მხოლოდ საბოლოოობის ილუზიას გიქმნის… გგონია თავს მოაბამ, გაერკვევი და ნათელს მოჰფენ ყველაფერს…
აქ ცდები სწორედ!

სიცარიელეს, რომელიც კიდევ ერთ გაღებულ კარს მიღმა ხედავ, უფრო მეტ კითხვებს გიჩენს!
მცდელობა, თეორიები და პრინციპები ამ მომენტში, შენს ხელში იქცევა ჯადოსნურ გასაღებად, რომელსაც ხელის კანკალით არგებ ახალ კარებს…

ქვეცნობიერში ამ დროს ეჭვქვეშ აყენებ მოსაზრებას რეალობის შესახებ – ეს ხარვეზია აღქმაში თუ მეტაფორული კარიბჭის დასასრული…

სამყაროში, სადაც პასუხები ესოდენ გაუგებარი და შეუცნობია, ძიება შეიძლება იქცეს მტკივნეულ ზეიმად, რომელიც თავად ცხოვრებაა!

გახსნის დღე: 26 იანვარი, 2024

მისამართი: დ.უზნაძის ქუჩა #9

image