Oxygen, თანამედროვე ხელოვნების ბიენალე 2021
გადანაცვლების რიტუალები, #intheether #ეთერში.

კურატორები: ქეთევან (ქეთი) შავგულიძე და სერ სერპასი
სექტემბერი-ოქტომბერი, 2021

Propaganda წარმოგიდგენთ თანამედროვე ხელოვნების ბიენალეს Oxygen – ყოველწლიური პროექტის რიგით მეოთხე გამოშვებას. თანამედროვე ხელოვნების ბიენალე Oxygen 2021 სერ სერპასის და ქეთევან (ქეთი) შავგულიძის კურატორული ნამუშევარი იქნება, სათაურით “გადანაცვლების რიტუალები”.

ეკრანებიდან გადავადებულ ყოველდღიურობაში, ეკრანულ ცხოვრებაში, რომელიც ხელოვნების მასობრივ ღონისძიებებზე მოგონებებითაა გაჯერებული, პროექტი ადამიანის ერთი ჯგუფური იდენტობისადმი კუთვნილებიდან, მეორეში გადასვლის რთულ პროცესზე რეფლექსირებს, ასახავს კომპლექსურ მდგომარეობას, რომელიც მიკუთვნებულობის განცდებს შორის ისადგურებს და ამ პროცესის შესაბამის მოქმედებებს თუ აქტივობებს წარმოშობს -” სპექტაკლებს”, რომელიც ამ ეტაპის აღმნიშვნელია. ანთროპოლოგმა არტურ ვარ გენეპმა Სწორედ ამ ფაზას შეუსაბამა ტერმინი “გადანაცვლების რიტუალები” (1909 წ.), როდესაც ინდივიდი და მთელი მისი არსება ტრანზიტულ მოცემულობაშია, გაუცხოებულ და განუსაზღვრელ კრიტიკულ მდგომარეობაში და ბინარულობებს შორის მოქმედებს. ბიენალეც სწორედ ამ ლიმინალურ ფაზაზე ისაუბრებს: მის კოლექტიურ, პირად და გლობალურ განზომილებებზე.

ბიენალეს ფორმატი: #ეთერში

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 7 სექტემბერს მიღებული დადგენილების (№450, მუხლი 1; პუნქტი 6) თანახმად, 2021 წლის 25 აგვისტოდან აიკრძალა ნებისმიერი ტიპის გასართობი, სახელოვნებო, საფესტივალო და კულტურული (გარდა სათეატრო და კინემატოგრაფიული ხასიათისა) ღონისძიების ჩატარება. გამოფენა, რომელიც საუბრობდა: ეკრანს მიღმა ფუნქციონირებაზე, ნახევრად არსებობაზე, ჰაერში ყოფნაზე, დრო-სივრცისაგან დისტანცირებაზე, გამოსახულების ამარა დარჩენაზე, უცნობის მიმართულებით გადანაცვლებაზე, ეთერულ სხეულად გადაქცევაზე – თავად გახდა ეთერული სხეული. ისტორიებს ბიენალეზე ჩვენი მედია-პარტნიორების საშუალებით გაიცნობთ, როდესაც მიყვებით ჰეშტეგებს #intheether #ეთერში.

მოგვძებნეთ არხებზე:
Facebook:
Artarea/Tv2.0 Propaganda.network Stamba Hotel TBC Concept – თიბისი კონცეპტი
Instagram:
artareatv2.0; Oxygen_biennial; propaganda.network; stamba.hotel; tbc_concept
Web:
www.oxygen.propaganda.network; www.helloblog.ge

მონაწილეობენ:
ანნა კ.ე.// ასტალი /პირსი// ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი/ გიორგი ალექსი-მესხიშვილი/ დავით აფაქიძე/ ლია ბაგრატიონი/ ალექსანდრე ბეგლარიშვილი/ დორა ბუდორი/ ჯგუფი „ბულიონი“/ ირაკლი გამრეკელი/ Ნიკიტა გეილი/ გიორგი გელაძე/ GOD ERA (ნინი გოდერიძე)/ ანა გზირიშვილი/ ანდრო დადიანი/ ილიკო ზაუტაშვილი/ კირილე ზდანევიჩი/ მორაგ კილი/ ლადო ლომიტაშვილი/ ნენსი ლუპო/ Პარკ მაკართური/ სოფიო მედოიძე/ მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე/ სერ სერპასი/ მიშიკო სულაკაური/ გიო სუმბაძე/ ბესო უზნაძე/ ნიკა ქუთათელაძე/ დავით ჩიხლაძე-მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრი/ ლევან ჭოღოშვილი/ მამუკა ჯაფარიძე/ კოტე ჯინჭარაძე/ სალომე ჯოხაძე

ხელოვანის მზერა:
საბა გორგოძე/ანნა ძიაპშიპა/გურამ წიბახაშვილი/ანა რ. ჯაფარიძე

პარალელური ღონისძიებები #ეთერში
აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, “უექსპონატო: უწყვეტი დინება”
გალერეა 4710, Მარი კალაბეგაშვილი და თორნიკე გოგნაძე “ბოლო სიმღერა”
გალერეა LC Queisser, თამაზ ნუცუბიძე
გალერეა E.A. Shared Space, სოფი იუნგი „sænətrɔːiəm“
გალერეა საწყობი, “ფოტო-აუქციონი”
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ: გალერეა გამრეკელი, ირაკლი გამრეკელი,“გადანაცვლების რიტუალები”
გალერეა ართბითი, თამუნა ჭაბაშვილი, “გუდა-ნაბადი”
The Why Not Gallery, Შალვა ნიკვაშვილი, “აი ია, ყვავილია”
დედიკას გალერეა, კახი ერაძე, “ტორსო“
თიბისი კონცეპტის სივრცე, ნინო კინწურაშვილი,“ციფრული მკვიდრები”

საგანმანათლებლო შეხვედრები:
25 სექტემბერი
“გამქრალი:”
“Ნათელა სვანიძე” – ნინო დავაძე, ნიკა მაჩაიძის ვიდეო, CES Records
“ლალი-ემა ლალაევა-ედიბერიძე” – ქრისტინე დარჩია
“მარიჯანის გამქრალი ლექსები” – ლიკა თარხან-მოურავი; “დანართი” – ნომრის პრეზენტაცია
26 სექტემბერი
Საუბარი ხელოვანთან: სერ სერპასი (ვორქშოფი), თიბისი კონცეპტის სივრცე
საუბარი ხელოვანთან: ნენსი ლუპო (ონლაინ ვორქშოფი)
27 სექტემბერი
პანელ-დისკუსია: “ქვიარ ხელოვნება,” ნიკოლოზ ნადირაშვილი, ქეთევან (ქეთი) შავგულიძე
28 სექტემბერი
Ხელოვანის მზერა:
Საბა გორგოძე
Ანა ძიაპშიპა
Გურამ წიბახაშვილი
Ანა რ. ჯაფარიძე

მხარდაჭერა: აჭარა ჯგუფი (Rooms Hotels, Stamba, Fabrika)/ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში/ თიბისი კონცეპტი/საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო/თბილისის მერია

კურატორები: ქეთევან (ქეთი) შავგულიძე, სერ სერპასი
პროექტის მენეჯერი: მარიამ შერგელაშვილი
ვიზუალური ხელმძღვანელი: თეონა ცინცაძე
დიზაინერი: გიორგი გრძელიშვილი
კომუნიკაციის მენეჯერი: ელენე ფასური
სოც.მედია: ნინო დავაძე
კურატორთა ასისტენტები: თორნიკე გოგნაძე, მარიამ ინაშვილი, ვალენტინა მაღლაკელიძე, ნატალია ნიქაცაძე, ანა მორგოშია, მარიამ პართენიშვილი, თეიმურაზ ერისთავი
განსაკუთრებული მადლობა: თანამედროვე ხელოვნების ცენტრი – თბილისი, არტარეა, at.ge
პროექტის კონსულტანტი: ნიკოლოზ ნადირაშვილი
არტ-დირექტორი: თინათინ ასათიანი
განხორციელდა პროპაგანდას მიერ, 2021

image