თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში თბილისი ფოტო ფესტივალის მიერ ორგანიზებული ღონისძიება „სუბტროპიკული კულტურები“ გაიმართება 15 აპრილს, საღამოს 6 საათზე.

ღონისძიების ფარგლებში მოწვეული სპიკერი იქნება პაატა ზაქარეიშვილი.

პრეზენტაცია აერთიანებს სახელოვნებო რეზიდენციებში მონაწილე ქართველი ხელოვანების ნამუშევრებს, მათ შორის არიან:
თიკო იმნაძე
მარიამ აქუბარდია, გურამ საყვარელიძე
ანასტასია ახვლედიანი
თამარ კალანდაძე
სანდრო ფაჩუაშვილი
მარი ყალაბეგაშვილი
ქეუ მეფარიშვილი
ელენე შენგელია, ბასა მეტრეველი

როდესაც კონფლიქტით გაყოფილ მხარეებს შორის ვიზუალური ხელოვნება დიალოგისა და ინტერკულტურული თანამშრომლობის საშუალება ხდება, ნდობის აღდგენის ალტერნატიული გზებიც იკვეთება.

„სუბტროპიკული კულტურები: პლატფორმა სახელოვნებო გაცვლისთვის“ ქართველი და აფხაზი ხელოვანების მონაწილეობით პირველი გრძელვადიანი პროექტია, რომელმაც ახალ პროფესიულ და საგანმანათლებლო შესაძლებლობებთან ერთად შექმნა ურთიერთგაცვლის ინტელექტუალური საფუძველი ორივე საზოგადოებაში გაბატონებული სტერეოტიპული ნარატივების ასახვისთვის.
ხელოვანებმა მონაწილეობა მიიღეს ორ სახელოვნებო რეზიდენციაში, რომელთაც მენტორობას უწევდა ნიკიტა კადანი და იუსტინა მელნიკევიჩი.

მისამართი: თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი, მ. კოსტავას ქ. 14, სასტუმრო “სტამბა”, დ ბლოკი, მეორე სართული.

დასწრება თავისუფალია.

ფოტო ქავერზე: თიკო იმნაძე.

image