18 ივლისი – 15 სექტემბერი, 2022

პიმ კირსტენი
Auditory Residue

Window Project-ი წარმოგიდგენთ პირ კირსტენის ნამუშევარს Auditory Residue.
ნამუშევარი Auditory Residue არტისტმა მუზეუმში მუშაობისას შექმნა. დახურული გამოფენის ტექსტის კედლიდან აფხეკისას, კირსტენმა მის წინ იატაკზე მიმოფანტული ასოების ფრაგმენტები შეამჩნია. ნიშნების გადაწყობამ ხელოვანს აჩვენა კონტექსტის ცვლილების შედეგად მნიშვნელობების ცვლის პროცესი: ცარიელი მუზეუმის დარბაზი მზად იყო ახალი მოვლენებისთვის, კავშირებისა და პერსპექტივებისთვის. დახურული გამოფენა კი, ჯერ კიდევ მანიფესტირებდა, როგორც გამქრალი გამოსახულების კვალი და მართული საუბრების „ხმოვანი დაფა“. ხელოვანი თვლის, რომ მნიშვნელობების პოტენციალი სწორედ ძველისა და გაურკვეველი ახლის კვეთაზე წარმოიქმნება.
პიმ კერსტენი (ნიდერლანდები, 1980) ვიზუალური ხელოვანი, მუსიკოსი და ვიზუალური ხელოვნების მასწავლებელია.

image