8 ნოემბერი – 8 დეკემბერი

ფორმები და პრიორიტეტები
გელა პატიაშვილი

გამოფენის გახსნაზე გელა პატიაშვილის და ნათია ფანჯიკიძის დიალოგი მხატვრის ნამუშევრების შესახებ.

გელა პატიაშვილი მხატვარია, რომელიც ნამუშევრების ყოველ ახალ სერიას წერით იწყებს, ტექსტით, რომელიც ერთგვარ მოგზაურობას გვთვაზობს, თავისი ლოგიკით და ნარატიული ხაზით.

ნამუშევრების იმ სერიაში, რომელსაც ამჯერად გვთვაზობს, ერთის მხრივ 2019 წელს შესრულებული რამდენიმე ნამუშევარი გვხვდება იმ მიზანსცენების სახით, რომელიც 60-იანი წლების ამერიკული კინემატოგრაფიისთვისაა დამახასიათებელი, გროტესკის ზღვრამდე დაყვანილი ურთიერთობებისა, სასიყვარულო იქნება ეს, გართობა თუ სულიერი იერარქია.

იმ იუმორში, რასაც გელა გვთვაზობს, ხშირად სატირაა, ასევე მორჩილება ან პირიქით – დაუმორჩილებლობა და რა თქმა უნდა ინდივიდთა შორის ფაქიზ ურთიერთობათა ნიუანსები.

მაყურებელი ასევე ნახავს “ობიექტთა ექსპანსიის” ნიმუშებს, სადაც ერთსა და იგივე დასახელების ნივთთა ურთიერთქმედება თავისებურ ველს ქმნის, დრამატიზმით და ხაზთა ქორეოგრაფიით სავსეს.

8 ნოემბრიდან- 8 დეკემბრის ჩათვლით შესაძლებლობა გექნებათ ესტუმროთ ლივინგ მუზეუმ თბილისს, დაათვალიეროთ და შეიძინოთ ნამუშევრები.

მუზეუმი იმუშავებს ყოველ დღე, ორშაბათის გარდა 12:00-20:00 სთ-მდე.

მისამართი, ნინოშვილის 59

image