მიმდინარე პერფორმანსი: 10-13 აპრილი, 2021

განსაწმენდელი//ანდრო დადიანის წიგნის წარდგენა და პერფორმანსი

ანდრო დადიანი თავის პოეტურ კრებულს „განსაწმენდელი“ პერფორმანსით წარუდგენს მკითხველს.

წიგნის სახელწოდება დანტე ალიგიერის პოემიდან „ღვთაებრივი კომედიიდან“ მოდის და პერფორმანსის ფორმაც ამავე ნაწარმოებს ეყრდნობა. დადიანი ინტერაქციული პერფორმანსით, ვირგილიუსთან ერთად დანტეს 3 დღეღამიან მოგზაურობის დროით მონაკვეთს ზუსტად გაიმეოებს. 10 აპრილის ღამის 4 საათიდან 13 აპრილის დღის 4 საათამდე (კომენდანტის საათის გათვალისწინებით) შესაძლებლობა გეძლევათ ჩაერთოთ პერფორმანსში და პოეტთან ერთად იმოგზაუროთ “განსაწმენდელში”, საიდანაც გზა აუცილებლად სამოთხეში მიდის.

პერფორმანსის მსვლელობისას გაყიდული წიგნების საფასური გადაერიცხება 20 წლის ტრანსგენდერ გოგოს, ლიკა ცხონდიას, სწავლის ღირებულების დასაფარად.
წიგნის შეძენა შესაძლებელია მაღაზიათა ქსელში “ბიბლუსი”, გალერეაში Artbeat, The Why not gallery და ელენე აბაშიძის საზიარო სივრცეში.
მხატვარი – ტატო გელიაშვილი.
კომპოზიტორი – ანრი კიკნაველიძე
გამომცემლობა – „კალმოსანი“
რედაქტორი – თეკლა ქველაძე
პერფორმანსი განხორციელდა ორგანიზაციის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით.
სივრცე ღიაა 10 აპრილის 04:00-დან 13 აპრილის 16:00-მდე (კომენდანტის საათის (21:00-05:00) დაცვით)
image